შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ხეცურიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი ლითონთა ფიზიკის სპეციალობით 1971 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის უფროს მასწავლებლად, დოცენტად (1994); 1995 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის 161-ე საშუალო სკოლის მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. მათში განხილულია მთიანი რელიეფის გავლენა მიწისპირა ქარის რეჟიმის ჩამოყალიბებაზე და მიღებული შედეგების გამოყენება მთიანი რაიონების ათვისებასთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1994). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიწისპირა ქარის რეჟიმის მათემატიკური მოდელირება მთის რელიეფის პირობებში (საქართველოს ტერიტორიის მაგალითზე)", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.308
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |