The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დონაძე

გიორგი დონაძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, თანამდებობის პირი, მომღერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის N3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა აკადემიური გუნდის დირიჟორის სპეციალობით (1999-2009).

სხვადასხვა დროს მუშაობდა : 1997-2000წწ. ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის თბილისის 28-ე სამუსიკო სკოლის პედაგოგად; 2000-2002 წწ. საქართველოს საპატრიარქოს ხალხური სიმღერის აღდგენა-განვითარების ფონდის დირექტორად; 2012-2017 წწ. ფონდი "ქართული გალობის" პროექტების მიმართულების ხელმძღვანელად; 2000 წლიდან დღემდე ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია; 2006 წლიდან დღემდე თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი და 2019 წლიდან კი საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს ხელმძღვანელია; 2000 წელს დააფუძნა საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი",  2013 წელს "ბასიანს" ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის წოდება მიენიჭა. გ. დონაძე, ანსამბლ "ბასიანთან" ერთად, ჩართულია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის საქმეში: აღადგინეს და გააცოცხლეს ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში, გამოსცეს კომპაქტდისკები, ასეულობით კონცერტი გამართეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ექსპედიციებითა და კონცერტებით მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, საკონცერტო ტურნეები გამართეს ევროპის მრავალ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში. მონაწილეობდნენ  სახელგანთქმულ საერთაშორისო ფესტივალებში და წარმატებით წარსდგნენ მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე. 2014 წლიდან დღემდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.


გააზიარე: