The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ხუციშვილი

გელა ხუციშვილი
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა იურისტის კვალიფიკაციით; რუსეთის ფედერაციის მოსკოვის სამხედრო-სასაზღვრო აკადემიაში სამხედრო შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკური მართვის კვალიფიკაციით.

იყო ამბროლაურის რაიონის პირველი მდივანი, გარდა ამისა სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე; საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ივანე ჯავახიშვილის სახელმწფიო უნივერსიტეტის დოცენტი, კულტურის და ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; სხვადასხვა სასწავლო უნივერსიტეტების პროფესორი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; თელავის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მოწვეული დოქტორი; 2018 წელს იყო "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური კავშირის" საპრეზიდენტო კანდიდატი. ისტორიის დოქტორი, თადარიგის პოლკოვნიკი.

წყარო: projects.1tv.ge


გააზიარე: