შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ხიტალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არანისი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად; 1982 წლიდან უფროსი მასწავლებელია; 1966-1969წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. მისი სამეცნიერო ინტერესები განისაზღვრებოდა მდ. არაგვის აუზის მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემოსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების კვლევებით, რომელთაც მიუძღვნა 30-მე სამეცნიერო ნაშრომი; მუშაობდა საქართველოს ნაკრძალების ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ პრობლემებზე; შეადგინა კავკასიის ოროჰიდროგრაფიული რუკა 2,5 მლნ მასშტაბში, დანართით "კავკასიის გეოგრაფიული ცნობარი (2003). მუშაობდა კავკასიის ფიზიკური გეოგრაფიის სალექციო კურსის შედგენაზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს საპატიო სიგელი (1982). უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.309; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი, გვ. 11: dspace.nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |