შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლინა ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი 1945 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვებული იქნა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოგნოზიის კათედრაზე (ინსტიტუტების გაერთიანების შედეგად) და მთელი თავისი შრომითი საქმიანობა მას დაუკავშირა: 1948-1957წწ. იყო ასისტენტი, 1957-1962წწ. დოცენტი, 1962-1997წწ. გამგე, 1998 წლიდან კათედრის პროფესორი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1957) მიენიჭა დოცენტის წოდება(1958), სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიამ მიანიჭა პროფესორის წოდება (1982); სრულიად ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში ფარმაკოგნოზიის კათედრას და 35 წელი უხელმძღვანელა მას. მნიშვნელოვანია პროფ. ლ. ერისთავის წვლილი ფარმაცევტული მეცნიერების განვითარებაში. მისი კვლევის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტური პრეპარატების შექმნის მიზნით საქართველოს სამკურნალო მცენარეების შესწავლა, მისი ხელმძღვანელობით ან უშუალო მონაწილეობით მრავალი შრომაა შესრულებული სამამულო, ახლო და შორეული საზღვარგარეთის მეცნიერულ კოლექტივებთან კომპლექსირებით ან მათი დაკვეთით. მას კარგად იცნობდნენ თავისი და მომიჯნავე დარგების მეცნიერულ წრეებში, როგორც ჩატარებული კონგრესების, სიმპოზიუმების და სხვა ფორუმების აქტიურ მონაწილეს. პროფ. ლ. ერისთავს დასტამბული აქვს 140–ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და რამდენიმე მეთოდური მითითება. თანაავტორებთან ერთად კი 3 წიგნი – "საოჯახო მედიცინა", "ფარმაცევტული ლექსიკონი" და "სახელმწიფო ფარმაკოპეა", ხოლო "ფარმაკოგნოზია (სამკურნალო მცენარეები)", მის მიერ დაწერილი მეორე სახელმძღვანელოა სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ფარმაცევტული პროფილის სტუდენტებისათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია, მიღებული აქვს საავტორი მოწმობა 6 გამოგონებაზე. წლების განმავლობაში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და ციკლობრივი კომისიის წევრი, ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს სწავლული მდივანი, პარტიული კომიტეტის მდივნის და შემდეგ პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საქ. კპ. ორჯონიკიძის პარტრაიკომის წევრი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ფარმაცევტი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი medgeo.net: edu.medgeo.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |