Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ხმალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროგეოლოგიის სპეციალობით 1980 წელს; 1980-1983წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. 1983 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე; 2001 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა წყალსაცავების ოპტიმალური მართვა, ჯგუფური მოდელირება ჰიდროლოგიაში და სხვ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (2001). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარის ჩამონადენი და ატმოსფერული ნალექების სტატისტიკური ანალიზი და მოდელირება", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.310
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |