The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხომერიკი

გიორგი ხომერიკი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1973 წელს. 2009 წლიდან - IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის დოქტორანტურა. სადოქტორო პროგრამა: პოლიტიკური მეცნიერებები (საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება).

1974-1982წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1982-1989წწ. - თბილისის ისტორიის მუზეუმი, განყოფილების გამგე; 1995-1996წწ. - თბილისის ბიზნესის დაწყებითი სკოლა, დირექტორი; 1989-1993წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სასწავლო ნაწილის გამგე; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგის მოადგილე; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგე; 1996-2006წწ. - ESM-თბილისი, უმაღლესი სასწავლებელი, გეოპოლიტიკის კურსის ხელმძღვანელი; 2006-2007წწ. - მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2007-2011წწ. - IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი; საგამოცდო ცენტრის დირექტორი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2011 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, მეცნიერი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა ნაწილი ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხებს. სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს პოლიტიკური გეოგრაფია, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, მსოფლიო ეკონომიკა. ეკონომ-გეოგრაფი, პროფესორი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.312; ვახუშტი ბატრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საერთაშორისო კავშირების ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარე (2002-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: