შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ხომერიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1986წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, წყალსამეურნეო ანგარიშების სექტორის ხელმძღვანელად; 1986 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1994 წლიდან არის საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ოკეანოგრაფიული კომიტეტის თავმჯდომარე; 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკეანოლოგიური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი (იუნესკო); 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი; მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ჰიდროლოგიური პრობლემების კოორდინატორი საქართველოში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1989). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარეგულირებელი წყალსაცავის მრავალწლიური მოცულობის ანგარიში ჩანადენის ციკლური რყევების გათვალისწინებით", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გაუმდინარი ზღვების დონეთა რეჟიმი (ანალიზი, კანონზომიერებანი, პროგნოზი)", დაიცვა 1981 წელს (ლენინგრადის სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.312-313; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |