Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საშა ხორავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სარფი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ოკეანოლოგის სპეციალობით 1977 წელს. მუშაობა დაიწყო "საქსახკომუნმშენპროექტის" ბათუმის საძიებო პარტიაში ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინრად; 1981 წლიდან "საქზღვისნაპირდაცვის" ბათუმის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შემდეგ "საქზღვისნაპირდაცვის" აჭარის ნაპირების მონიტორინგის სამსახურის უფროსი; 1994 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე კითხულობდა ლექციებს მეტეოროლოგიაში, ზოგად გეომორფოლოგიაში, ზღვის სანაპიროს გეომორფოლოგიასა და სხვ.; 1984-1989წწ. დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა გაიარა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში, აქტიურად იყო ჩართული აჭარის ზღვისპირეთის ანთროპოგენური და გეოეკოლოგიური პრობლემების საკითხების კვლევაში. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ მორფოდინამიკურ მოვლენებს, რომელიც ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად აბრაზიული პროცესების გააქტიურებით გამოიხატება. დაკვირვებების საფუძველზე (ინსტრუმენტალური და ვიზუალური) შექმნილია სანაპიროს მონაკვეთის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზი (ნაპირის ნამატისა და წარეცხვის პროგნოზი), ზღვისა და მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, ეწეოდა სარედაქციო საქმიანობას. გეოგრაფიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარის სანაპიროს წყალქვეშა კანიონების მორფოლოგია და თანამედროვე დინამიკა და მათი გავლენა სანაპირო ზონის განვითარებაზე", დაიცვა 1989 წელს (მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.313; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; bsu.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |