The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მენაბდე

გიორგი მენაბდე
Date of birth:24 September, 1957  (67 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუყის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1980 წელს; 1987-1992 წლებში სწავლობდა მოსკოვის სტომატოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 

1980 წლიდან ეწევა პრაქტიულ საქმინობას მედიცინაში; 1980-1981წწ. მუშაბდა ქ. მახარაძის ბავშვთა პოლიკლინიკაში ქირურგ-სტომატოლოგად; 1982-1987წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1987-1992წწ. მუშაობდა მოსკოვში სტომატოლოგიის ინსტიტუტის თავისა და კისრის მიკროქირურგიის განყოფილებაში უფრის მეცნიერ თანამშრომლად; 1992-1993წწ. მოსკოვში ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის მიკროქირურგიის განყოფილების ორდინატორი გახლდათ; 1993-2002წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოდის კათედრის პროფესორია; 2002-2004წწ. საქართველოს სახელმწიფოს სამედიცინო აკადემიის ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 2004 წელს არჩეული იქნა საქართველოს სახელმწოფო სამედიცინო აკადემიის რექტორად; 2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორად; 2009 წლიდან ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ამავდროულად გ. მენაბდე სტომატოლოგიური კლინიკა "დენტექსი-95-ის" კლინიკური ხელმძღვანელია; ს. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირებები უცხოეთში: პრეჰოსპიტალური E.M.S კურსი, Magen David Adomi (ისრაელი, 2003 წლის სექტემბერი), იმპლანტოლოგიის ქირურგიული პროცედურები. სტომატოლოგიური იმპლანტოლოგიის ფლორიდის აკადემია (აშშ, 2003 წლის ოქტომბერი); მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო ღონისძიებასა და კონფერენციაში საქართველოში და საზღვარგარეთ; გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ჟურნალებში; სხვადასხვა წლებში იყო 13 დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 12 დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი და 8 დისერტაციის ექსპერტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1986), მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი (1992), პროფესორი (2001). ყბა-სახის ქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაზერების გამოყენება სტომატოლოგიაში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ექსპანდერის გამოყენება თავისა და კისრის რდგენით ქირურგიაში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: gsa.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.96; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:  georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • აშშ-ს ფლორიდის შტატის იმპლანტოლოგიის აკადემია, წევრი
  • მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი (2015-)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2004-2014)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: