Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზვიად მათოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არალი, ადიგენის რაიონი. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2005 წელს; საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურა, სპეციალობა – კარდიოლოგია 2009 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დოქტორანტურის პროგრამა, მედიცინის აკადემიური დოქტორი 2015 წელს; 2010-2016წწ. გაიარა სხვადასხვა ტრენინგი ევროპის ქვეყნებში არითმოლოგიის მიმართულებით; 2015–2016წწ. ევროპის გულის რიტმის ასოციაციის აბლაციების ერთწლიანი ტრენინგი შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. იყო ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სტიპენდიანტი (2015), "პერსონა 2017" (2017, მილანი). 2009-2019წწ. არის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე არითმიების მართვის ცენტრის "რიტმარტი" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 2019 წლიდან მუშაობს ნიუ ჰოსპიტალში; 2018 წელს გახდა სამედიცინო პორტალ VIPMED.ge-ს მიერ ორგანიზებული ინტერნეტკონკურსის "წლის რჩეული ექიმი-2018"-ის გამარჯვებული; ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარა არითმიების კრიოაბლაცია; არის ევროპის გულის რითმის ასოციაციის (EHRA) მიერ პირველი და ერთადერთი სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი (ოთხივე სერტიფიკატი), როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში; 2009 წელს მიღებული აქვს კარდიოლოგის სერთიფიკატი – გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა; 2015 წელს სუბსპეციალობის მოწმობა; 2012 წელს მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი; 2017 წელს ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი (EHRA certified electrophysiology specialist level 1 & level 2 (ECES level 1-2) and EHRA certified cardiac device specialist level 1 and level 2 (ECDS level 1-2); კარდიოლოგი და არითმოლოგი. წყარო: ჯორჯია მედიქალ პორტალი: vipmed.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |