The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ხუციშვილი

შალვა ხუციშვილი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1921
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1977  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში, დაიჭრა და დაბრუნდა საქართველოში. 1945 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ეკონომ-გეოგრაფის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო სოფ. ხოვლეს (კასპის რ-ნი) საშუალო სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1946 წელს სამუშაოდ გადმოვიდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი უფროს მასწავლებლად; 1949-1951წწ. პარალელურად მუშაობდა გორის პედაგოგიურ სასწავლებელში. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა საზოგადოება "ცოდნის" ხაზით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1972).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეხილეობის განვითარების საფუძვლები შიდა ქართლში", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.315

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: