შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მაქაცარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაო სანაოსნო სასწავლებელი 1950; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1955 წელს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა ჯერ შორეული აღმოსავლეთის საზღვაო სანაოსნოს გემებზე:«ბაქოზე, «იაკუტიაზე» და «კლიაზმაზე», 1953 წლიდან კი საქმიანობა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე: «მარშალ ტოლბუხინზე», «ჩეხოვზე» და «ადმირალ უშაკოვზე» განაგრძო. 1961 წელს, სრულიად 32 წლის ასაკში ლეგენდარული ელიზბარ გოგიტიძისაგან მან სამგზავრო ლაინერი - «ГРУЗИЯ» -ს მეთაურობა გადმოიბარა, რომლის ეკიპაჟსაც კაპიტანი მაქაცარია სიცოცხლის ბოლომდე მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.580; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.580
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |