The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჯავახიშვილი

ნინო ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია, მხარეთმცოდნეობა, ტურზმი 1985 წელს.

1985-1986წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კომპიუტერული ცენტრის "ბუნების დაცვის" განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად; 1986-1999წწ. ამავე განყოფილების უფროსი; 1990-2000წწ. კომპიუტერული ცენტრის სწავლული მდივანი და ოპერატიული მომსახურების განყოფილების ოპერატორი; 1999 წლიდან ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ქაუნთერფართ ინტერნეშენელ"-ის მონაცემთა ბაზის ოპერატორი. 1990-1992წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე. მუშაობს ეკონომიკურ და ფიზიკურ გეოგრაფიულ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. ეკონომ-გეოგრაფი, მხარეთმცოდნე.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.320


გააზიარე: