The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა ბაინდურაშვილი

კახა ბაინდურაშვილი
Date of birth:26 September, 1978  (45 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს, სადაც მიღებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი; 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისის პერიოდში სწავლობდა უილიამს კოლეჯში (უილიამსთაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ), სადაც მიღებული აქვს განვითარებადი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

1999-2000წწ. მუშაობდა სააგენტოში "პრაიმ-ნიუსი" რედაქტორის თანამდებობაზე; 2000-2002წწ. ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2002-2004წწ. მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტად; 2004-2005წწ. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი; 2006 წლის ივნისიდან 2007 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე; 2007 წლის მარტიდან 2009 წლის თებერვლამდე ეკავა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად, რაც საკუთარი სურვილით 2011 წლის 17 ივნისს დატოვა.


Share: