შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნელი ჯამასპაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ფინანსურ-ეკონომიკური ტექნიკუმი ეკონომისტის სპეციალობით 1975 წელს;ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1990 წელს. 1982-1986წწ. - სოცუზრუნველყოფის სამინისტრო, უფროსი ეკონომისტი; 1986-1989წწ. - ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმი, უფროსი მეთოდისტი; 1990-1992წწ. - ეკოლოგიური ფირმა "ტრიოლი", ინჟინერ-ეკოლოგი; 1992 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის სტაციონარი, ინჟინერი, შემდეგ მეცნიერი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998 წლიდან საქართველოს გეოგრაფიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2002 წლიდან - დოცენტი. მისი სადისერტაციო ნაშრომი დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის შექმნასთანაა დაკავშირებული (ეკოლოგიური დერეფნების მეშვეობით), რომელიც მოიცავს აგრეთვე დაცულ ლანდშაფტსაც. მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიური დერეფნების მეშვეობით დაცული ტერიტორიების ერთიან სისტემაში ჩართვას. დაცული ტერიტორიების ქსელის დაგეგმარებისათვის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კარკასის საფუძველზე შედგა სინთეზური რუკა. იგი არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნერიო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დაცული ტერიტორიების შერჩევის გეოგრაფიული ანალიზი", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.321-322
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |