შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1991 წელს. 1991-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად და კითხულობდა სალექციო კურსს გემორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე; 2007-2011წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. არის ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2010-2014წწ. უძღვებოდა გეოგრაფიის მიმართულებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია; პალეოგეოგრაფია; ზღვის სანაპირო პროცესები; გაუდაბნოების პროცესი საქართველოში; სპელეოლოგია; კლიმატის ცვლილების გავლენა ლადშაფტზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზონის საინჟინრო გეომორფოლოგია და გეოეკოლოგია", დაიცვა 1996 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.323; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: iliauni.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |