შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჭიჭიკო ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სადმელი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 1964-1981წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი გეომორფოლოგიის სპეციალობით. შეისწავლა საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარების საკითხები ჰოლოცენში; კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფია ზედა პლეისტოცენსა და ჰოლოცენში; ნალექების აკუმულაციის და რელიეფის წარმოქმნა-პროცესების ხასიათი კოლხეთის დაბლობის ზღვის სანაპირო ზონაში. 1981 წლიდან მუშაობს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" მორფოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. იკვლევს მორფოდინამიკური პროცესების განვითარების კანონზომიერებებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში; ანთროპოგენური ფაქტორის როლს სანაპირო ზონის ლანდშაფტების განვითარებაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარება ჰოლოცენში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.323-324; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.230 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |