შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჯანჯღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს; 1972-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთის ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1976 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად და უფროს მასწავლებლად. ბოლო წლებში მუშაობდა უკრაინაში კონსულის მოადგილედ. სამეცნიერო მუშაობის სფეროს შეადგენდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს რეკრეაციული ბუნებათსარგებლობის და სატრანსპორტო არტერიების (პორტების) გეოგრაფიული ასპექტების შეფასების პრობლემები. 1976-1992წწ. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ იქნა 12 საზღვაო-სამეცნიერო ექსპედიცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში. საზღვაო რეკრეაციისა და შავი ზღვის გეოეკოლოგიური პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |