Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე ჯაყელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის რკინიგზის სატრანსპორტო-სამშენებლო სასწავლებელი 1934 წელს; 1940 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1934-1936წწ. მუშაობდა ურეკის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობაში ტექნიკოს-მშენებლად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გეოგრაფიის კათედრაზე პრეპარატორად, შემდეგ ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლაში მასწავლებლად; 1940 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით (1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში), რომელიც 1948 წელს დაასრულა; 1950-1954წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1954 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1974-1987წწ. იყო ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე. არის 170-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის 100 გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე. მისი კვლევის ძირითად საგანს შეადგენდა ფიზიკური გეოგრაფიის როგორც ზოგადი, ისე რეგიონალური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ლანდშაფტების კომპლექსური თავისებურებების კვლევაზე, მათი რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და გარემოს დაცვის პრობლემებზე. გარკვეული წვილი აქვს შეტანილი (ძირითადად მთიანი რეგიონების) ფიზიკურ-გეოგრაფიული კარტირებისა და დარაიონების საქმეში. მისი თანაავტორობით შედგენილია საქართველოს ბუნებრივი ზონები და ლანდშაფტური რუკები, ასევე ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკები, რომლებსაც გარდა შემეცნებითი, პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა აქვთ. იგი ავტორია მრავალი ათეული სამეცნიერო-პოპულარული, საენციკლოპედიო სტატიებისა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1950), პროფესორი (1986). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარეების სუფსისა და ნატანების აუზების ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება", დაიცვა 1949 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.330 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |