The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო ჯიბლაძე

სოსო ჯიბლაძე
Legal name:თეიმურაზ ჯიბლაძე
Date of birth:8 February, 1947
Date of death:20 July, 1998  (at 51 years)
Category:Geographer, Engineer, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგიის სპეციალობით 1968 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ამინდის ბიუროს ოპერატიულ ჯგუფში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1970 წლიდან მუშაობდა თბილისის ავიამეტეოსადგურში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1972 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე; 1985 წელს გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროსი, 1988 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1995-1996წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1996 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ევრაზიის მთიანი რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო-საველე ექსპედიციებში; 1988-1989წწ. ექსპედიციის ხელმძღვანელია რაჭის, ქვემო ქართლის, ჯავახეთის, ზემო იმერეთის, ჩრდილო კავკასიის და სხვ. ექსპედიციებისა. იყო შორეულ ექსპედიციებში: კამჩატკაზე, კურილიის კუნძულებზე, შორეულ აღმოსავლეთში, ხიბინის მთებში, კარპატებში, ყირიმში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1992).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში მზის ენერგიის ტრანსფორმაციის საკითხები", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.330-331


Share: