The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ კუდბა

ანზორ კუდბა
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1958 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს.

სხვადასხვა დროს იყო ბათუმის სავაგონო დეპოს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის, მეტალურგიული ქარხნის მუშა, ზეინკალი; 1970 წლიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, იყო აჭარის რადიომაუწყებლობის კომიტეტის კორესპონდენტი; ჟურნალ ''ჭოროხის'' პროზისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგედ. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 218; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.57

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პარლამენტი, დეპუტატი (1990-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისია, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
  • ქართული კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: