The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაულ კუპრავა

რაულ კუპრავა
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1945
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 2007  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1967 წელს და მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მას დიდი წვლილი მიუძღვის 1983 წელს საართველოს  პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრონული სამედიცინო აპარატურის კათედრის ჩამოყალიბების საქმეში, ამავე წელს ის არჩეულ იქნა კათედრის დოცენტად და იმავდროულად სამედიცინო ტექნიკის  სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1994-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟიინერიის კათედრის ხელმძღვანელი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს ავტორი.

წყარო: საქართველის პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 219; ბიოსამედიცინო ინჟინერია: biomedeng.gtu.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომისია, თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: