Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სანდრო ჯავახიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1972 წელს; 1972-1976წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში პროფ. ლ. ვლადიმიროვის ხელმძღვანელობით გაიარა დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი. 1974 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1981 წლიდან იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჰიდროლოგიის განყოფილებაში (ამჟამდ ჰიდროლოგიისა და გეოსაინფორმაციო ტექნილოგიების განყოფილება). გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება კავკასიისა და საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის პრობლემებს. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის ჩრდილო ფერდობის საშუალო მრავალწლიური წლიური და სეზონური წყლის ბალანსი", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.318 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |