შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გეგელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1962 წელს. მუშაობა დაიწყო ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში; 1976–1990წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწედ; 1992 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე და პრეს-ცენტრის წევრი; აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს, ჟიული შარტავასთან ერთად აიყვანეს ტყვედ და დახვრიტეს; მისი ნეშტის იდენტიფიცირება და აფხაზეთიდან გადმოსვენება მოხდა 2017 წელს. სახელმწიფო მოხელე. წყარო: molodini.org; radiotavisupleba.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |