შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილო ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1941 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც დაბრუნდა 1945 წლის ნოემბერში. 1946 წელს მუშაობა დაიწყო აჭარის ასსრ განათლების სამინისტროში ინსპექტორად; იმავე წლის ნოემბრიდან გადავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში დეტალურად არის განხილული და ერთმანეთთან შედარებული ორი ქალაქის - ბათუმისა და ტუაფსეს მრეწველობა, განათლება, კულტურის კერები და საქალაქო მეურნეობა ეკონომიკურ-გეოგრაფიულ ჭრილში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1972). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. ბათუმისა და ქ. ტუაფსეს შედარებითი ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.331 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |