შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1932 წელს; 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა გეომორფოლოგიის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კეთედრის ასისტენტად; 1937-1955წწ. ჯერ უფროსი მასწავლებელი იყო, შემდეგ დოცენტი; 1937-1938წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ გეოგრაფიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და სწავლულ მდივნად; 1949-1955წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი; 1937-1950წწ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის გამგე. 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა შორის, აღსანიშნავია გეომორფოლოგიური ხასიათის შრომები. ავტორია მრავალი სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევისა და სტატიისა; თარგმნა სახელმძღვანელოები - მეხუთე კლასის "ფიზიკური გეოგრაფია" და მეშვიდე კლასის "სსრ კავშირის ფიზიკური გეოგრაფია". გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. მტკვრის გეომორფოლოგია მცხეთასა და სოღანლუღს შორის", დაიცვა 1948 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.331-332 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |