შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლაზარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხვითი, გორის რაიონი დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით-ქართული ენა და ლიტერატურა 1964 წელს. 1966-1972წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1966 წელს დაწყებითის მასწავლებელი, ქერეს სკოლა; 1966 წელს ზერტის საშუალო სკოლა, უფროსი პიონერთხელმძღვანელი; 1966-1968წწ. რეხის დაწყებითი სკოლის გამგე მასწავლებელი; 1968-1969წწ. ქვემო ხვითის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1969-1970წწ. განათლების განყოფილების ინსპექტორი; 1970-1971წწ. საორგანიზაციო განყოფილების გამგე, კომკავშირის გორის რაიკომი; 1971-1973წწ. განათლების განყოფილების მეთოდისტი; 1973-1995წწ. იმყოფებოდა პატრიულ სამუშაოებზე: 1973-1976წწ. ინსტრუქტორი, გორის რაიკომი; 1976-1983წწ. საორგანიზაციო განყოფილების გამგე, გორის რაიკომი; 1983-1984წწ. გორის რაიკომის მდივანი; 1984-1990 გორის რაიკომის მეორე მდივანი; 1990-1991წწ. ქალაქ გორის და გორის რაიონის გაერთიანებული კომიტეტის მდივანი; 1991-1995წწ. ნიქოზის საკრებულოს გამგებელი; 1995 წელს სახელმწიფო მეთაურის რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლში; 1995-1999წწ. საქართველლოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, გორის №32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 221 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |