შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო ჯიბუტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს. 1964 წელს მუშაობა დაიწყო მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში ეკონომიკური გეოგრაფიის მასწავლებლად; 1969 წლიდან მუშაობდა თბილისის 147-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. წლების განმავლობაში აქვეყნებდა სხვადასხვა მეთოდურ წერილებს გეოგრაფიის სწავლების შესახებ; იყო IX კლასის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორი, VI კლასის სახელმძღვანელოს "დედამიწა - ჩვენი პლანეტა" რეცენზენტი; მონაწილეობდა გეოგრაფიის მისაღები გამოცდების პროგრამისა და გეოგრაფიის სასწავლო პროგრამის შედგენაში; მონაწილეობდა სტუდენტ-პრაქტიკანტთა და სკოლის მოსწავლეებს შორის ერთობლივ კონფერენციებსა და ექსკურსიებში. იყო ქალაქის მეთოდკომისიის და განათლების სამინისტროს გეოგრაფიის მეთოდგაერთიანების საბჭოს წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის: თბილისის წლის საუკეთესო მასწავლებელი (1983, 1984, 1986), თბილისის საპატიო მასწავლებელი (1996), უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი (1997). გეოგრფიის მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.332 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |