შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნადეჟდა ჯიბუტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუა განახლება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1936 წელს. 1937 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე. 1942-1949წწ. არჩეული იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანად; 1949-1963წწ. გეოგრაფიის კათედრის გამგედ. კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწისმცოდნეობაში, ლანდშაფტმცოდნეობაში, ჰიდროლოგიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში და სხვ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი პროფ. ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით; 1946 წელს ქ. ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა აჭარის ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენურ ლანდშაფტებს. შემდეგში აგრძელებდა კვლევებს დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების შესასწავლად; ჩამოაყალიბა ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1949). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.332-333 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |