The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ცაავა

გიორგი ცაავა
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა ხელოვნების ინსტიტუტში.

ბავშვობიდანვე იტაცებდა მუსიკა, წერდა სიმღერებს; ერთ–ერთი გამორჩეულია "ჩემი ქვეყანა", რომლის დაწერის შემდეგ ის "არტ-გენში" მიიწვიეს; ექვსი წელი მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ათი წელი სხვა პროფესიით იმუშავა; 2001 წელს მუშაობა დაიწყო "თბილგაზში", ზეინკლად; ბოლო სამი წელი უფროსის მოადგილე - მთავარი ინჟინერი იყო;  პარალელურად, მსახიობობასაც აგრძელებდა და ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას; მისთვის პირველი ფილმი იყო ერეკლე ბადურაშვილის 2003 წლის ფილმი - "კიდევ ერთი ქართული ისტორია", რომელშიც ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს განასახიერებდა; ამავე დროს მსახიობი ფილმებსაც ახმოვანებდა; 2008 წელს ვალერიან კირკიტაძის – "მედალიონში" მთავარი როლი მიიღო; 2010 წელს ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში – "სექტემბერი"; მუშაობს ტელეკომპანია GDS-ზე პროდიუსერად და პარალელურად მონაწილეობს სერიალებში; 2010 წელს ქართულ ტელესერიალ "K-17"-ში თამაშობდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით გადაიღეს, თამაშობდა რუს პერსონაჟს; შემდეგ იყო როლი ლევან დაბრუნდაშვილის და ჯაბა მელქაძის 2011 წლის ერთობლივ ფილმში – "ანოს და ვანოს თავგადასავალი"; არჩილ ქავთარაძის 2013 წლის ფილმი – "კომა"; მისი ცნობილი როლია – სერიალ "პანიკის გარეშე"-ს ტყუპის როლი; სერიალმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და GDS–ის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება; შემდეგი როლი იყო ეპიზოდური, ალეკო ცაბაძის ცნობილ ფილმში "რენე მიდის ჰოლივუდში". ამის შემდეგ რენი ჰარლინის "აგვისტოს 5 დღე"; მსახიობი ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა დათო დარჩიას როლში; 2013 წელს 21–ე საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო ფილმად აღიარებულ ზაზა ურუშაძის "მანდარინებში" თამაშობს; შემდეგი ფილმი მიშელ ჰაზანავიჩუსის 2014 წლის ფილმი "ძებნა"; მსახიობის ყველაზე გამორჩეული როლია სერიალ "ტიფლისში" ქიარიმას პერსონაჟი; შემდეგი ფილმია "ნაღმი" - ქართული თრილერი, რომელიც უცხოეთშიც წარმატებით გაიყიდა; სერიალი "ქერჩი - დაკარგული გმირები", ოცმეთაურის და ოფიცრის – გრიგორი მალკოვიჩს თამაშობს. თეატრისა და კინოს მსახიობი, არაპროფესიონალი მუსიკოსი და ენერგეტიკოსი. მის კარიერაში ოცამდე ტელეროლია.


გააზიარე: