Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ჯიშკარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი და მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში ტექნიკოს-კარტოგრაფის თანამდებობაზე; ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1965 წელს. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში და კვლევის შედეგები არაერთ კონფერენციას მოახსენა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1986 წლიდან - მეცნიერ თანამშრომელი; 1997-1999წწ. - კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი მონაწილეობით შესწავლილია 300-ზე მეტი მღვიმე და უფსკრული, მათ შორის, აღსანიშნავია ახალი ათონის მღვიმე, რომლის პირველი გეგმაც მის მიერ არის შედგენილი. 1984 წელს ინსტიტუტის სპელეორაზმმა მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოში (ს. ყუმისთავი) აღმოაჩინა მღვიმე, რომელიც ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. 1985 წელს მთავრობის საგანგებო დადგენილებით გადაწყდა მღვიმისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მღვიმეების კეთილმოწყობის საქმეში დაგროვილი მდიდარი გამოცდილების გაცნობის მიზნით იგი 1999 წელს მიავლინეს აშშ-ში. მეცნიერის კვლევის სფერო იყო საქართველოს მღვიმე-უფსკრულების კვლევა, რის შესახებაც 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. დიდი წარმატებით მოღვაწეობდა ჟურნალისტიკის დარგში. რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში მას 500-ზე მეტი წერილი აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გეოგრაფი, სპელეოლოგი, "პრომეთეს" (წყალტუბოს) მღვიმის ერთ-ერთი პირველ აღმომჩენი, ჟურნალისტი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.333-334; საქართველოს სპელეოლოგთა კლუბი: facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |