შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური განყოფილება გეოგრაფიის მასწავლებლის სპეციალაობით 1917 წელს. მუშაობა დაიწყო გრემის (ყვარლის რ-ნი) დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1919 წლიდან დაინიშნა იმავე სკოლის გამგედ; 1924-1929წწ. იყო ენისელის საბჭოს დეპუტატი; პარალელურად ბუნებისა და ძეგლთა დაცვის რწმუნებული ყვარლის რაიონში; 1928 წელს გადმოიყვანეს ქ. თბილისის მე-10 სკოლაში მასწავლებლად; 1938 წელს დაინიშნა ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ; 1930 წელს განსახკომის მიერ მივლინებულ იქნა მოსკოვსა და ლენინგრადში სასწავლო საქმიანობის შესასწავლად. ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა პედაგოგად. გამოაქვეყნა რიგი მეთოდური და სხვა პედაგოგიური ხასიათის წერილები; მონაწილეობდა სახელმძღვანელოების შედგენაში; ერთდროულად საქმიანობდა მოსახლეობის წერა-კითხვის უცოდინარობისა და მცირე მცოდნეობის ლიკვიდაციისათვის; 1932-1935წწ. მიღებული ჰქონდა დამკვრელი მასწავლებლის წიგნაკი; დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით; იყო ქ. თბილისის II, III და IV მოწვევის დეპუტატი. გეოგრაფიის მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.334 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |