შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1948 წელს. საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო საზოგადოების სწავლული მდივანი. 55 წელი გაატარა გეოგრაფიის სამსახურში; 25 წელი აკადემკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის, 10 წელი აკადემიკოს თეოფანე დავითაიას გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტობის დროს მოღვაწეობდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა გეოგრაფიული საზოგადოების საველე ექსპედიციებში; 1945 წელს ივ. მარის ხელმძღვანელობით მოწყობილ სვანეთის ექსპედიციაში მონაწილეობდა, ხოლო 1949 წელს იმყოფებოდა გულის მყინვარზე ალპინისტებთან ალ. ჯაფარიძესა და მ. უთმელიძესთან ერთად. არაერთხელ იყო საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების ყრილობის დელეგატი; მონაწილეობდა გეოგრაფიული სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივანი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.334-335; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |