Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლომიზე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1956 წელს და ჩააბარა ასპირანტურაში დინამიკური გეოლოგიის კათედრაზე. 1962-1967წწ. იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1969წწ. უფროსი ლექტორი; 1969-1983წწ. დოცენტი, ხოლო 1985 წლიდან დინამიკური გეოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-1987წწ. გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1975-1980წწ. გეოდინამიკური პროექტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; სსრკ-ის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სამეციერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი გეოლოგიური განათლების მიმართულებით (1981), მეცნიერ-მდივანი (1971 წლიდან); მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის საკითხში გეოლოგიისა და გეოტექტონიკის დარგში, სსრკ-ის უმაღლესი საატესტაციო კომისიის ექსპერტი; გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; მისი ინტერესების სფერო მოიცავს: ტექტონიკასა და ნაოჭა ოლქების გეოდინამიკას; მის კვლევებს თან ახლდა მრავალრიცხოვანი საველე სამუშაოები კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე, კარპატებში, ანდებში (ჩილე), ისლანდიაში, ტიან-შანზე, აგრეთვე სამარშრუტო დაკვირვებები სხვადასხვა რეგიონში; კითხულობს ლექციებს გეოტექტონიკისა და ნაოჭა ოლქების პალეოტექტონიკის დარგში; საბჭოთა და რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის დინამიკური გეოლოგიის კათედრის პროფესორი (1985). აკადემიკოს ვიქტორ ხაინის მოწაფე. საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მეზოზოური ეფუზიური ვულკანიზმი და მისი კავშირი ტექტონიკასთან", დაიცვა 1963 წელს. სადოქტორო დისერაცია თემა - "გეოსინკლინური ვულკანიზმის ტექტონიკური ვითარება"(კავკასიის, კარპატებისა და ანდების მაგალითზე), დაიცვა 1981 წელს. წყარო: dic.academic.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |