Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა მაჩაბელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი; დ. არაყიშვილის სახელობის თბილისის I მუსიკალური ტექნიკუმი დაწყებითი მუსიკალური სკოლის პედაგოგის სპეციალობით (ფორტეპიანო); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1961-1963წწ. სანკულტურის თეატრის მსახიობი; 1963-1964წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1964-1967წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967-1987წწ. ქ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1977-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი; 1991-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი; 1992-1996წწ. მოზარდთა სახლი "ამქორის" ფსიქოლოგი-პედაგოგი (დრამოთერაპია); 1977-1988წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - თეატრისა და კინოს სამეცნიერო კვლევების სექტორი, შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორია - ფსიქოლოგი, უმცროსი-მეცნიერ თანამშრომელი, 1988-2007წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-2021წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი. საგნები: ზოგადი ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კომფლიქტებისა და სტრესების მართვა, კომუნიკაციის თეორია (მოწვეული პედაგოგი). ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: კომუნიკაციის თეორია / მანანა მაჩაბელი.-თბ.,2018.-გვ.158 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |