The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ბაჩულაშვილი

გაბრიელ ბაჩულაშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1976  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; ასპირანტურაში სწავლობდა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის სავლე წერეთლის ხელმძღვანელობით.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება იყო დიალექტიკური ლოგიკა, რომლის პრობლემებს იგი ს. წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკური თეორიის საფუძველზე ამუშავებდა. ჯერ კიდევ პირველ წიგნში, რომელიც მიძღვნილია კარლ მარქსის "კაპიტალში" წარმოდგენილი ფილოსოფიური კატეგორიების კავშირის გამოკვლევისადმი, საფუძვლიანად შესწავლილია ისტორიული და ლოგიკური მეთოდების ურთიერთობა და მათი როლი სპეციალურ-მეცნიერული კვლევის პროცესში, კატეგორიების ურთიერთ გადასვლა და, საერთოდ, ცნებათა გადასვლის ფორმები, კატეგორიების "წრებრუნვა", გარდაქმნა და ა.შ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის მეორე (უკანასკნელ) წიგნს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. მასში განხილულია კატეგორიების დიალექტიკა გნოსეოლოგიური ლოგიკის თვალსაზრისით. აქ ავტორი აკონკრეტებს და აღრმავებს სავლე წერეთლის კონცეფციას გნოსეოლოგიური ლოგიკის შესახებ, რომლის საფუძვლად კატეგორიების დიალექტიკა ძევს. მისი მეცნიერული კვლევის ყურადღების ცენტრში იყო აგრეთვე ზოგადისა და უზოგადესის კატეგორიების ბუნება. მისი აზრით, ზოგადისა და ერთეულის კატეგორიების ერთიანობა კონკრეტულობას ქმნის. ზოგადის შემეცნება აბსტრაქტულ აზროვნებას წარმოადგენს, ხოლო უზოგადესის კატეგორია ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლად ძევს. იგი იკვლევდა აგრეთვე ფილოსოფიური კატეგორიების ბუნებას, მათ როლს მეცნიერულ შემეცნებაში; განსაკუთრებით დაინტერესებული იყო არსების კატეგორიის კვლევით. მთელი ეს მუშაობა დიალექტიკური ლოგიკის, როგორც ფილოსოფიური მეცნიერებისა და უმაღლესი ლოგიკის დასაბუთებას ემსახურებოდა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1961).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.31-32

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: