შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იდაიათ ჰუსეინოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სარალი, მარნეულის რაიონი. დაამთავრა აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის რეგიონული ინსტიტუტი სპეციალობა - ეკონომიკა და სამართალი. აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი (1968); 1969-1970წწ. კურბანოვის სახ. აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1970-1971წწ. მარნეულის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. მარნეულის კულტურის განყოფილების ინსპექტორი; 1990-1995წწ. მარნეულის კულტურის გან-ის გამგის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მთავარი მრჩეველი; 2000-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.430 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |