The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იდაიათ ჰუსეინოვი

იდაიათ ჰუსეინოვი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სარალი, მარნეულის რაიონი.

დაამთავრა აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის რეგიონული ინსტიტუტი სპეციალობა - ეკონომიკა და სამართალი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი (1968); 1969-1970წწ. კურბანოვის სახ. აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1970-1971წწ. მარნეულის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. მარნეულის კულტურის განყოფილების ინსპექტორი; 1990-1995წწ. მარნეულის კულტურის გან-ის გამგის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მთავარი მრჩეველი2000-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.430

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი" (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის", წევრი (2001-2004)

გააზიარე: