The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ბეჟანიშვილი

მიხეილ ბეჟანიშვილი
Date of birth:1934  (91 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობა დაიწყო ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შემდეგ სწავლული მდივნის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელისა და სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე; 2002 წლიდან - ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. 1966 წლიდან კითხულობს ლოგიკის სპეცკურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სისტემატურად მონაწილეობს ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიპოზიუმებისა და სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში; 2002 წლიდან - ჟურნალ "მაცნეს" ფილოსოფიის სერიის რედაქტორი. სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევის მთავარი სფეროა მათემატიკური ლოგიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცოდნისა და რწმენის მოდალობათა ლოგიკის სემანტიკური ანალიზი", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.34-35

Bibliography

  • ფილოსოფია : სახელმძღვანელო დამწყებთათვის (Translator). - თბილისი, 2000. - 279გვ.
  • ლოგიკა : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდენტთათვის (Editor). - თბილისი, ქრონოგრაფი, 1997. - 228გვ.
  • ლოგიკა საქართველოში (Author). - თბილისი, მერიდიანი, 1995. - 32გვ.

Share: