Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ მსხვილიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა დიმი, მაიაკოვსკის რაიონი (ახ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა სამართალმცოდნის სპეციალობით 1987 წელს. 1967-1974წწ. იყო საკოლმეურნეობათაშორისი სამშენებლო საბჭოს მძღოლი, დისპეტჩერი, ფარეხის გამგე; 1974-1983წწ. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციული სამსახურის ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, განყოფილების უფროსი; 1986-1990წწ. სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსი; 1991-1992წწ. მილიციის უფროსი; 1994-1995წწ. განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი ინსპექტორი; სამმართველოს უფროსის მოადგილე (1995); 1995-1999წწ. საქართველოს შსს ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქიდან; 2000-2001წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია 1 ორდენით და 8 მედლით; იუსტიციის გენერალ-მაიორი (2005); სამართალმცოდნე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.283; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.180 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |