შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით პატარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1993 წელს; 1993 წლის შემდეგ განათლება მიიღო ჯერ ნიურნბერგის, შემდეგ კი ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. 1990 წელს მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში; 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1993 წელს საქართველოს პარლამენტის წამყვანი ექსპერტი; 1996-1999წწ. იყო საადვოკატო ბიურო "მიგრიაული და პატარაიას" პარტნიორი; 1999 წელს დააფუძნა საადვოკატო ბიურო სპს "პატარაია და პარტნიორები" (დღეს - საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს), 1997-2000წწ. წლებში იყო რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი; 2000-2007წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომისიის წევრის თანამდებობაზე; 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლამდე იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2014 წლის იანვრიდან მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ; 2014 წლის 19 ივნისიდან 2015 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, შემდგომ იურიდიულ ფაკულტეტზე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2002). სამართალმცოდნე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |