The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჭავჭავაძე

ნინო ჭავჭავაძე
Date of birth:4 November, 1812
Date of death:28 June, 1857  (at 44 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Nobleman

Biography

ქართველი პოეტისა და თავადის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, რუსი დიპლომატისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მოგვიანებით იგი დადიოდა პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას პანსიონში, სანქტ-პეტერბურგში. აქ მან ზოგადი განათლება მიიღო, შეისწავლა უცხო ენები, ხატვა და მრავალი სხვადასხვა საგანი. ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი დაქორწინდნენ 1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ეკლესიაში. იმავე 1828 წელს, მათი ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ, როდესაც ნინო უკვე შვილს ელოდა, გრიბოედოვი სპარსეთში გაემგზავრა. 1829 წლის თებერვალში ის თეირანში მოკლეს. მეუღლის გარდაცვალების ამბის გაგების მეორე დღეს ნინომ ნაადრევად იმშობიარა და გააჩინა ვაჟი, რომელიც სულ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ალექსანდრე გრიბოედოვი დაკრძალეს მთაწმინდაზე, წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში. ნინომ მის საფლავზე ამოაკვეთინა შემდეგი სიტყვები: "რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი?". ნინო ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1857 წელს მალარიისგან. მისი ანდერძის თანახმად, იგი ალექსანდრე გრიბოედოვის გვერდით დაკრძალეს. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.62


Share: