The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ლომინაძე

გივი ლომინაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1940
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2019  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა დონის როსტოვის (რუსეთის ფედერაცია) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1965 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მაღალ თანამდებობებზე: 1968-1973წწ. გაგრის შს განყოფილების უფროსი გამომძიებელი; 1973-1976წწ. აფხაზეთის შსს განყოფილების უფროსი; 1977-1980წწ. თბილისის შსს ქვეგანყოფილების უფროსი; 1980-1988წწ. საქართველოს შსს განყოფილების უფროსი; 1986-1987წწ. შს სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1988-1989წწ. შს მინისტრის პირველი მოადგილე; 1989-1992წწ. აფხაზეთის შს მინისტრი; 1993-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 1994-1995წწ. სახელმწიფო მინისტრი დასავლეთ საქართველოში; 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქარტია 91"საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი აფხაზეთიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პოლიციის გენერალ-მაიორი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 226; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.305

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი საპარლამენტო კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", თავმჯდომარე (1999-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: