The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მხეიძე

თამაზ მხეიძე
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1995  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი განთიადი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა  ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1960 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1971წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში; 1971-1976წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე; ცურავდა საქართველოს სანაოსნოს გემებზე:«ჩკალოვი», «ფრიდრიხ ენგელსი», «ალექსეევკა», «ასპინძა», «მიხა ცხაკაია» და «აქტაუ»; 1976-1995წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ტრაგიკულად დაიღუპა 1995 წელს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბალკერ «მემედ აბაშიძის» ჩაძირვის შედეგად. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: