The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1993  (31 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს სახელით მოიგო სამი ოლიმპიური ოქრო. ჩვენი სპორტის ისტორიაში კი ის მეორეა ვიქტორ სანეევის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მსოფლიოს ერთადერთი ქართველი შვიდგზის ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში. ერთადერთი ძალოსანი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 10 წლის განმავლობაში მოიგო წლის მთავარი შეჯიბრება - 3-ჯერ ოლიმპიადა (2016, 2021, 2024), 7-ჯერ მსოფლიო პირველობა (2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023). 2022 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის. პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირად პირველობაში ექვსჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. 2023 წელს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში 213 ქულა მოაგროვა და ქვეყნის მეორე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ხვიჩა კვარაცხელიას (244 ქულა) შემდეგ. 2024 წლის 12 თებერვალს, სოფიაში (ბულგარეთი), ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ლაშა ტალახაძე 2023 წლის ევროპის საუკეთესო ვაჟ ძალოსნად დაასახელა. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ - AIPS - ჩაატარა. ზედიზედ მესამედ მოიგო EWF-ის მიერ 2021 წელს დაწესებული ჯილდო. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის სპორტის კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - მსოფლიო თასი
    ძალოსნობა
  • 2016 - ევროპის ჩემპიონი (23-წლამდელები)
  • 2016 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2013 - საქართველოს ჩემპიონი (ახალგაზრდები)
  • 2013 - მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები)
  • 2012 - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები)
  • 2011 - ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები)
  • 2010 - ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები)
  • საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2015, 2019)
  • ოლიმპიური ჩემპიონი (2016, 2020, 2024)
  • ღირსების ორდენი
  • მსოფლიოს ჩემპიონი (2015, 2017, 2018, 2019, 2021,2022,2023)
  • ევროპის ჩემპიონი (2016, 2017, 2018, 2019,2021, 2022, 2023)
  • საქართველოს ჩემპიონი (2013, 2016, 2017, 2020)
  • წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

გააზიარე: