Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ტალახაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ; მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, ორჭიდში 454კგ დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოჩევი გახდა, თუმცა ის მოგვიანებით დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა, მისი შედეგი გაუქმდა და ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ლაშა ტალახაძეს მიენიჭა; 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ორჭიდში მსოფლიო რეკორდით მოიგო - 473კგ დაძლია; წინა მსოფლიო რეკორდი - 472კგ - ირანელმა ძალოსანმა ჰუსეინ რეზაზადემ 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე დაამყარა; 2016 წელს, სერიაში "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი "ლაშა ტალახაძე"; მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში - 220კგ; ორჭიდში კი გააუმჯობესა თავისივე მიღწევა - 477კგ; 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნით, ლაშა ტალახაძე ბათუმში 2018 წლის კეთილი ნების ელჩი გახდა; მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, თურქმენეთის ქალაქ აშხაბადში, 5-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: ატაცში (212კგ და 217კგ), აკვრაში (252კგ და 257კგ) და ორჭიდში (474კგ); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2012, ახალგაზრდები, ეილატი), კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი (2015), ოლიმპიური ჩემპიონი (2016, რიო დე ჟანეირო), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (2016, 2017, 2018, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (2016, 2018), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (2017, 2018), მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი (IWF) (2017, 2018). ძალოსანი, მონაწილეობს +109 კგ. (2018 წლამდე +105 კგ) წონით კატეგორიაში. წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |