შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩელებაძე![]()
ბიოგრაფიადადების ადგილი: ქ. ქობულეთი. 1973 წელს თამაშობდა ქობულეთის "შუქურაში"; 1974-1975წწ. და 1983-1985წწ. ბათუმის "დინამოში"; 1976-1982წწ., 1985-87წწ. თბილისის "დინამოსა" და 1982 წელს ლანჩხუთის "გურიაში"; სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980); სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 158 მატჩი (52 გოლი); სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 1976 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980); 1977 წელს სსრკ ჩემპიონატის "33 საუკეთესო ფეხბურთელის" სიაშია; 1979 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1979); 1981 - უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981); 1990-1993წწ. იყო ბათუმის "დინამოს"; 1990-1996წწ. ქობულეთის "შუქურას" და 1996-1997წწ. რუსთავის "მეტალურგის" პრეზიდენტი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1995); მუშაობს საფეხბურთო აგენტად და ცდილობს დაეხმაროს ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს; 2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი: პალიტრა L, 2013. -გვ. 196 გვ.; msy.gov.ge; sport.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |