The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ნასიძე

ვანო ნასიძე
ოფიციალური სახელი:ივანე ნასიძე
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1964
გარდაცვ. თარიღი:2012  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:ანთროპოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1984-1986წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1991-1995წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1998 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის გენეტიკის დეპარტამენტში (ლაიფციგი, გერმანია). 2008 წელს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გარდაიცვალა 2012 წელს ლაიფციგში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კავკასიის პოპულაციების გენეტიკური ისტორიის შესახებ. ივანე (ვანო) ნასიძე იყო კავკასიის რეგიონში ადამიანთა პოპულაციების მოლეკულური ანთროპოლოგიის მკვლევარი, გენეტიკოსი. კომპოზიტორ სულხან ნასიძის შვილი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანის კავკასიური პოპულაციების გენეტიკური მრავალფეროვნება" (დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგდა რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.115; geonecropol.com


გააზიარე: