The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ გენგიური

ვარლამ გენგიური
დაბადების თარიღი:1935  (90 წლის)
კატეგორია:ფოტოგრაფი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

1960 წლიდან მოღვაწეობდა მედიაში. მუშაობა დაიწყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში, მოგვიანებით კი იყო სხვადასხვა გაზეთის, მათ შორის "სოფლის ცხოვრების", "კომუნისტისა" და "საქართველოს რესპუბლიკის" ფოტორეპორტიორი. ძირითადად მოღვაწეობდა სპორტულ ფოტოგრაფიაში (იგი ჟანრობრივად არის მრავალფეროვანი ფოტორეპორტიორი). 1971 წელს სპორტული ფოტოს რესპუბლიკურ კონკურსზე ვარლამ გენგიურის ფოტოსერიამ პირველი პრემია დაიმსახურა. ვარლამ გენგიურს ფოტოფირზე აღბეჭდილი აქვს საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს მრავალი სპორტული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა. ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი (2020).

წყარო: ქოლგა - თბილისი ფოტო: kolga.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.409

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, აქტუალური ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიკაციურ დონეზე წარმოჩენაში, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: